27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 აგვისტო, 2017 5 040





ვერძი
ნაკლები იაქტიურეთ, მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ ინიციატივისა გამოვლენას. აგრეთვე, - ურთიერთობის დაძაბვას სასიყვარულო პარტნიორთან, უფროსთან. ეძიეთ კომპრომისი. 

კურო
დასახული მიზნების მისაღწევად დისციპლინირებულად უნდა იმოქმედოთ. შეიძლება გაგირთულდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, სასამართლო საქმიანობა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ სითამამე და პრინციპულობა. 

ტყუპი
თუ სირთულეების თავიდან აცილება გსურთ, დაისვენეთ, არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. გარშემო მყოფების მიმართ იყავით მეტად ლმობიერი. საღამო ოჯახურ, მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

კირჩხიბი
რაც უფრო თამამად, იმოქმედებთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, დღეს დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე, რათა ხვალ მშვიდ გარემოში დაისვენოთ. 

ლომი
კარგი დღეა იდეების განსახილველად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან, საინტერესო ადამიანებთან დამეგობრება. 

ქალწული
დღევანდელი საქმეები წარმატება თქვენს აქტიურობასა და გაბედულებაზეა დამოკიდებული. თუმცა, მსხვილ საქმეებს ნუ შეეჭიდებით. გადახედეთ მიმდინარე პროექტებს, კარგია რეორგანიზება, შეცდომების გამოსწორება. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. საღამოს მოიცალეთ ოჯახისა და სასიყვარულო პარტნიორისთვის. 

სასწორი
პარტნიორების პრობლემები თქვენი პრობლემები გახდება, მათი საქმეები - თქვენი მოსაგვარებელი. თუ საყვარელ ადამიანს სიყვარულზე ყურადღებით, მზრუნველობით არ უპასუხებთ, ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება. 

მორიელი
უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ინიციატივის გამოვლენას. მოსალოდნელია კოლეგებისგან კრიტიკა. თქვენს ენთუზიაზმს ბევრი არ გაიზიარებს. გამარჯვების მოპოვება ძვირი დაგიჯდებათ. 

თხის რქა
დაისვენეთ სამსახურის საქმეებისგან და გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას, განსაკუთრებით დეკემბერში დაბადებულებმა. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
მაქსიმალურად მოერიდეთ კამათსა და უსიამოვნება. ნუ მიაქციევთ ყურადღებას გარშემო მყოფების აზრს, ქცევას. ზოგიერთს წარსულში მომხდარი ამბები შეახსენებენ თავს, მშვიდად შეხვდით ყველაფერს. 

თევზები
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ იქნებით პრეტენზიული გარშემო მყოფების, მოვლენების მიმართ. მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.  скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ:
© 1991-2019 Broadcasting Company «MEGATV»
&