ამბები

შურისძიების მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


 
კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვაგვარად იქცევიან, მათი ტემპერამენტიდან და ხასიათის შტრიხებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მათ შემოსარიგებლადაც განსხვავებული გზების მონახვაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება გაითვალისწინოთ რჩევები რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ. 


ვერძი

ვერძი გააბრაზეთ? მერედა საამაყო რა არის ამაში?! ვერძის გაბრაზება ხომ მარტივზე, მარტივი საქმეა. ეს ადამიანი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ფეთქებადთა რიცხვს განეკუთვნება. თუმცა, მისი გაბრაზება ძალზე ხანმოკლეა. თუ გაბრაზებულ ვერძს ნახევარი საათით მოერიდებით, როცა ისევ გამოჩნდებით ჰორიზონტზე მას გაბრაზების მიზეზიც კი აღარ ემახსოვრება. სამაგიეროდ, თქვენ გემახსოვრებათ დიდხანს, გაბრაზებულ გულზე ჭიქა რომ გამოგიქანათ, იმის შედეგად შუბლზე გაჩენილი კოპი.

კურო

კუროს გაბრაზება ძალზე ძნელი საქმეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, როგორც მამრები ისე მდედრები, შესაშურად მყარი ნერვული სისტემითა და მოთმინების გასაოცარი უნარით გამოირჩევიან. მაგრამ კუროს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ამიტომ დადგეს შეიძლება დღე, როცა მისი მრისხანება ვულკანივით იფეთქებს. აი ამ დროს კი სასწრაფოდ აითესეთ!

ტყუპი 

ბუნებით ნევროზულ და მოუსვენარ ტყუპს, ლამის დაბადებიდან ხასიათში აქვს დღეში რამდენჯერმე სცენების მოწყობა – ისე, განტვირთვისთვის. ტყუპი გასაოცარი მიმბაძველობით გამოირჩევა. ამიტომ, მისი სიბრაზეც და ცრემლებიც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში იმიტირებულია და მას მალე ავიწყდება საერთოდ რაზეა გაბრაზებული ან კი არის საერთოდ? ასე რომ, ტყუპის რისხვის ნუ შეგეშინდებათ, მათ "მოკლე მეხსიერება" აქვთ.

კირჩხიბი 

აი, თუ ვინმეს განაწყენებას, სერიოზულად უნდა ერიდოთ ეს კირჩხიბია. მაგრამ ამ ადამიანებს ისეთი სათუთი ფსიქიკა და ბუტია ხასიათი აქვთ, სულ რომ ფეხის წვერებზე იცუნცულოთ მათ წინაშე, მაინც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, გული მოუვიდეთ რამეზე. წყენას კი ნამდვილი კიბო, ძალიან დიდხანს, შეიძლება ითქვას საშვილიშვილოდ იმახსოვრებს და გულში ინახავს. შესაბამისად, თუ დრო და მომენტი მიეცა, ოსტატურად ჩაგავლებთ თავის შურისმაძიებელ მარწუხებს.

ლომი

ლომის გაბრაზება, როგორც წესი ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს, ოღონდ ყოველგვარი
 
"გვერდითი მოვლენების" გარეშე . ლომმა როგორც წესი, მხოლოდ ღრიალი იცის დამაჯერებელი, თორემ ღრიალს იქით წყენა მალე ავიწყდება. ნუ დაგავიწყდებათ, ლომები კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან, ამიტომ ერთი ორი ტკბილი სიტყვა, მოფერება კისრის მიდამოებში და ლომი შინაურ ფისუნიად გადაიქცევა.

ქალწული

რაც შეეხება ქალწულს, ის ზოდიაქოს ერთერთი "სტაჟიანი ბოღმაა". ამასთან ერთად ცივსისხლიანი და მეთოდური. ამიტომ ნუ ეცდებით ამ მშრომელ, თავისი საქმით დაკავებულ, ადამიანს თვალში უშნოდ გაეჩხიროთ. თუ გაგაკრიტიკათ, მისი რჩევები გაითვალისწინეთ. პირიქით, მის კრიტიკას კი ნამდვილად არ გირჩევთ. თორემ, შეიძლება ერთ დღეს, თქვენ მიერ ხელმოწერილ საბუთებში, ისეთი საბედისწერო შეცდომა გაიპაროს, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეთ ქალწულის განაწყენება.


წაიკითხეთ  სრულად
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com

© 1991-2018 «MEGATV» Broadcasting Company


Website by S/S