10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი





ვერძი
უარი არ თქვათ ახალ შემოთავაზებებზე, დაიწყეთ ახალი საქმეები, რომლებიც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. გაბუტულ პარტნიორთან შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თავად გადადგით. 

კურო
კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ იყავით მეტად მეგობრული. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავის მოსაზრება და განსხვავებული აზრის გამო არ უნდა იკამათოთ. კარგი დღეა ძველი რომანის გასაახლებლად, რომანტიკული ნაცნობობისთვის. 

ტყუპი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ, მოუწყვეთ რომანტიკული საღამო. 

კირჩხიბი
ძალები მოიკრიბეთ და ყველა პრობლემას წარმატებით მოაგვარებთ. ოჯახის წევრებს წვეულება მოუწყვეთ, საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობით და კამათით გულს ნუ ატკენთ. 

ლომი
ახალ საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ, გავლენიან ადამიანებს დაიმეგობრებთ. გამოასწორეთ საქმეებში დაშვებული შეცდომები. ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ. ზოგიერთი მივიწყებული რომანის აღდგენას მოისურვებს. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, ძილის წინ საინტერესო წიგნი წაიკითხეთ. 

ქალწული
გწამდეთ საკუთარი ძალების და გაბედულად იმოქმედეთ. საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ მოთმინება. კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის. საყვარელ ადამიანთან დაძაბულობა დიპლომატიურად მოაგვარეთ, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას. 

სასწორი
სიფრთხილე გმართებთ მუშაობისას. ახალი კონტრაქტების გაფორმება რამდენიმე დღით გადადეთ. მეტად დაისვენეთ, ნუ ჩაერთვებით ახალ პროექტებში. უყურადღებობით ნუ გაანაწყენებთ მეუღლეს. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მორიელი
გაუფრთხილდით ნერვებს, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების ნათქვამს. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების, ახლობლების გარემოცვაში. გაამდიდრეთ რაციონი ხილით. გამოიძინეთ. 

მშვილდოსანი
ყველა ჩანაფიქრს და იდეას დღეს ნუ განახორციელებთ. მუშაობისას კოლეგები დაიხმარეთ, მეტად დაისვენეთ. საქმეებით დატვირთული დღის მიუხედავად გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანთან ურთიერთობისთვის. 

თხის რქა
ახალი პროექტის განხორციელებამდე გამოცდილი გუნდი შემოიკრიბეთ. საოჯახო საკითხები ნათესავებთან ერთად მოაგვარეთ. აკონტროლეთ წონა, კალორიები. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. 

მერწყული
კარგი დღეა ბიზნესის გასაფართოებლად, ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაზიდად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. თუ საყვარელ ადამიანს გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდება, პაემანი სხვა დღისთვის გადადეთ. 

თევზები
გაგიუმჯობესდებათ სამსახურის საქმები, მაგრამ მეტად მობილიზებულად უნდა იმოქმედოთ. მოერიდეთ კამათს ნათესავებთან. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან (მაგ. სიგარეტის მოწევა). გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულით. ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com