31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივლისი, 2017 3 630




ვერძი
დაისვენეთ და გამოიძინეთ. მეგობრებთან შეხვედრა ნოსტალგიურ განწყობაზე დაგაყენებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ ვახშამზე დაპატიჟეთ. 

კურო
მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ შინაურული საკითხები. მცირე რემონტი ან ავეჯის გადაადგილება მხიარულად ჩაივლის. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ. 

ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და შვილებთან ერთად. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი ურთიერთობას გაგიუმჯობესებთ. 

კირჩხიბი
დღე ოჯახის წევრებთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ. შეეხმიანეთ უფროს ნათესავებს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვა საყვარელ ადამიანთან. 

ლომი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. არ იფიქროთ საქმეებსა და ვალდებულებებზე. გაუფრთხილდით ნერვებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს. 

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. სამომავლო გეგმები მეუღლესთან ერთად განიხილეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ; იყავით მის მიმართ მოსიყვარულე. 

სასწორი
სამსახურის საქმეები დასვენებისა და გამოძინების საშუალებას მოგცემთ. მოერიდეთ რისკს. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით ყურადღებიანი. 

მორიელი
დილით კარგია ვარჯიში. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. საღამო შინ გაატარეთ. 

მშვილდოსანი
იყავით ტაქტიკური გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან; მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. გადაახალისეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. 

თხის რქა 
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. საღამო შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მოაწყვეთ პიკნიკი, გაისეირნეთ ბუნებაში. საყვარელ ადამიანს თქვენ განცდებს ნუ დაუმალავთ. 

თევზები
დილა დაიწყეთ კონტრასტული შხაპით. ოჯახის წევრები ყველა წამოწყებაში დაგეხმარებიან. საყვარელი ადამიანი საღამოს რომანტიკულ ვახშამს მოგიწყობთ.  скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ:
© 1991-2019 Broadcasting Company «MEGATV»
&