14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 იანვარი, 2016 2 506


 

ვერძი: დღეს საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, მაგრამ მასზე დათანხმება უცბად არ ღირს. რადგან ის თქვენთვის სასარგებლო არ იქნება. დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ თქვენ პროფესიონალიზმს და კარიერის ზრდას. ნერვულ ნიადაგზე შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ.

 


კურო: ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. ამით ძალიან გააღიზიანებთ თქვენს თანამშრომლებს. მატერიალურად გაგიჭირდებათ. ნუ იქნებით სხვის იმედზე, მიენდეთ საკუთარ თავს. რაღაც უხილავი ძალა დაგეხმარებათ. განამტკიცეთ თქვენი შრომისნაყოფიერება. იგივე ძალა მოგცემთ საშუალებას მოაწესრიგოთ ინტიმური ურთიერთობა.


ტყუპები: მჭიდრო კავშირი იქონიეთ ბუნებასთან. ყველაზე ძვირფასი ოჯახური სიმყუდროვეა. ზოგს თავსატეხი გაუჩნდება, ზოგი სიყვარულს იპოვის. დასვენება და გართობა გელით, ზოგი კიდევ ჩხუბსა და კამათს ვერ ასცდება. მეტისმეტი სერიოზულობა გავნებთ. იუმორის გრძნობა ხომ თქვენი საიდუმლო იარაღია.


კირჩხიბი: დღეს შეიძლება ისეთმა ადამიანმა დაგპატიჟოთ სტუმრად, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ ან უბრალოდ მასთან ურთიერთობას გაურბოდით. საერთოდ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და ზოგიერთ სიტუაციაში არაა გამორიცხული მოგიწიოთ თქვენთვის არასახარბიელო კითხვებისაგან თავის არიდება.


ლომი: დღეს ზედმეტად აქტიური იქნებით, ეცდებით ყველა სიტუაციაში გამარჯვებას მიაღწიოთ. მეგობრები უყურადღებობისათვის გისაყვედურებენ. პირად ცხოვრებაში არ ელოდოთ გართულებებს.


ქალწული: დღეს, ნებისმიერი რთული საქმის დაწყება შეგიძლიათ, იქნებით სრულიად ჯანმრთელი. საბოლოოდ მიაგნებთ იმას რასაც ეძებდით. გაუთვალისწინებელმა მოქმედებამ, შეიძლება ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია შექმნას.


სასწორი: დღეს თქვენ ეცადეთ გამოასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც დაუშვით უახლოეს წარსულში. თქვენ უფრო მშვიდი და დაფიქრებული გახდებით. პირადი ცხოვრება ფილოსოფიურ ასპექტში გადავა. გააკეთებთ დასკვნებს და გამოიტანთ შედეგებს. თქვენ გაგიტაცებთ ხმაურიანი კომპანია, აქტიური დროს ტარება.


მორიელი: დგება პერიოდი მგზავრობისა და პარტნიორთან საკითხების გადაწყვეტისა. მოაგვარეთ მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული საბუთების გაფორმება. არ შეგეშინდეთ მოსალოდნელი უსიამოვნო საუბრის, მოერიდეთ სწრაფ გადაწყვეტილებებს. საღამოს საქმიანი შეხვედრა გექნებათ. იგი მომავალში მრავალ წარმატებას მოგიტანთ.


მშვილდოსანი: წარმატებული დღე გელით. საქმეები კარგად წაგივათ. თუ მეგობრების დახმარებაზეც არ იტყვით უარს, ნებისმიერ საქმეს ადვილად მოაგვარებთ. ყურადღება გაამახვილეთ პროფესიულ საკითხებზე. საღამო თქვენთვის საინტერესო საზოგადოებაში გაატარეთ. კარგი იქნება, თუ მხიარულ წვეულებას მოაწყობთ. რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ.


თხის რქა: ეცადეთ დღეს არ გაექცეთ პრობლემებს, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, რათა ამან ცუდათ არ იმოქმედოს თქვენს ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე. იყავით მეგობრებთან უფრო გახსნილი - მორალური მხარდაჭერა მათგან დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.


მერწყული: დღეს არათუ ყურადღებას მიიპყრობთ, ბევრ ვინმეს მონუსხავთ კიდეც. საშუალება გეძლევათ ნებისმიერი ადამიანი დაიმორჩილოთ, მაგრამ ამით ბოროტად ნუ ისარგებლებთ.


თევზები: თქვენს გარშემო ბევრი მოუწესრიგებელი საკითხია. არ იქნება ურიგო თუ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე იზრუნებთ. ეცადეთ უფრო პრაგმატულად მიუდგეთ ცხოვრებას- დროა მიწაზე დაშვების.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: