ამბები

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი


 
 
ვერძი
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. სანამ ასე არ მოიქცევით, ახალ საქმეებს ვერ წამოიწყებთ, ვერ განვითარდებით და წარმატებას ვერ მიაღწევთ.

კურო
სამსახურში კარდინალური ცვლილები გელით, - ახალ თანამდებობაზე გადასვლა, ხელფასის მომატება ან გრაფიკის შეცვლა. დაეხმარეთ კოლეგებს დაგროვილი საქმეების მოგვარებაში.

ტყუპი
პირადი და სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად გავლენიანი მეგობრებისა და ნაცნობების შეწუხება მოგიწევთ. კარგი დღე და შემოსავლის გაზრდა ელით ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს.

კირჩხიბი
ან ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ, ან ახალი საქმიანობის დაწყებას. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ყურადღებას ნუ მიაქცევთ მცირე დაბრკოლებებს, ყველაფერი მოგვარდება.

ლომი
დღეს
საკუთარი სიმართლის დამტკიცება რამდენჯერმე მოგიწევთ და ზოგჯერ უხეში ფორმითაც. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. ახალი პროექტების დაწყებამდე კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ.

ქალწული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მცირე უსიამოვნებების გამო ნუ მოიშლით ნერვებს, ყველაფერი გამოსწორდება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
მიზნების მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. გაფრთხილდით, პარტნიორები თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავენ.

მორიელი
თუ თავს გადაღლილად გრძნობთ, ან ინფექციურმა დაავდებებმა შემოგიტიათ, მიმართეთ ექიმს. არავითარ შემთხვევაში არ იმკურნალოთ ექიმბაშებთან. მოერიდეთ თქვენ მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი
ნუ დაეჭვდებით საკუთარ ძალებში, გარშემო მყოფებს და განსაკუთრებით უფროსს ნუ აგრძნობინებთ, რომ რაღაც ან არ გამოგდით, ან არ შეგიძლიათ. ყველაფერი გამოგივათ.

თხის რქა
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. კარგი დღეა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. აგრეთვე - სამეცნიერო საქმიანობისთვის.

მერწყული
ეცადეთ, ყურადღებით იყოთ და არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყური დაუგდეთ კულუარულ ჭორებს. ფინანსური საკითხები სიფრთხილით მოაგვარეთ. აკონტროლეთ ბიზნესპარტნიორები.

თევზები
მოერიდეთ კამათს უფროსთან, სამართალდამცავ ორგანოსთან. დღეს მეტად უნდა დათმოთ და კომპრომისზე წასვლაც შეგეძლოთ. 





წყარო: astrologi.ge
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com