11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი


 
 
ვერძი
მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტად დაისვენეთ, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში.

კურო
თუ მოწყენილი ხართ, დროა შეეხმიანოთ ძველ მეგობრებს, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. შესაძლოა, ძველ შეყვარებულთანაც აღადგინოთ ურთიერთობა. მეგობრებს ქალაქგარეთ გასეირნება შესთავაზეთ.

ტყუპი
დღეს სტუმრების მიღებით იქნებით დაკავებული. დაღლილობის მიუხედავად დროის მხიარულად გატარება გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან და ნათესავებთან.

კირჩხიბი
დღეს შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი და ტალანტი აღმოაჩინოთ. ზოგიერთებს ახალი რომანტიკული ნაცნობობა და რომანის დაწყება ელის.

ლომი
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად.

ქალწული
მშვიდი
და სასიამოვნო დღე გელით. გამოძინებას და დასვენებას მოახერხებთ. ზოგიერთს კი მეგობრული შეხვედრები და მხიარულება ელის.

სასწორი
დღე სასიამოვნო მოულოდნელობებითაა აღსავსე. სიფრთხილე გმართებთ საქმიან დოკუმენტებთან მუშაობისას.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. დღეს მიხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და რთულ მომენტებში ერთმანეთის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოგზაურობა და უჩვეულო ადამიანების გაცნობა სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან და შვილებთან.

მერწყული
მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. უფრო მეტიც, აღადგინეთ ურთიერთობა მივიწყებულ ნათესავებთან, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან.

თევზები
შეიძლება განახლდეს ძველი კონფლიქტი ახლობლებთან. თუმცა, თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ, დიდი ხნის მოუგვარებელ საკითხებს საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს. 





წყარო: astrologi.ge

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com