ამბები




13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი - ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა არ იქნება დღეს ადვილი ამოცანა თქვენთვის. ყველა კარგის მოსურნე არ არის, მოგიწევთ მოთმენა.


ლომი - დღევანდელ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესამჩნევად იკლებს, რაც თქვენში გაუცნობიერებელ აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, იზრდება თქვენი მხრიდან, კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირების ალბათობაც. მეტი გულმოწყალებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მათ თქვენი სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ მხოლოდ. გარშემომყოფთა მიმართ, ტოლერანტული დამოკიდებულების გამოჩენის შემთხვევაში კი თავადაც შესძლებთ, უარყოფითი ენერგიისაგან გათავისუფლებას.


მშვილდოსანი - რაც უფრო რთულ და საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აიღებთ დღეს საკუთარ თავზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. დანაპირების პირნათლად შესრულების შემთხვევაში, დღის ბოლოს საკუთარი თავისა და სიამაყის შეგრძნება ერთნაირი პროპორციულობით აგიმაღლდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ოჯახური კონფლიქტების გაღვივების ალბათობა ძალზე დიდია და აქედან გამომდინარე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ახლობლებთან კამათს. შესაძლოა მათ მიერ ნათქვამი მწარე სიტყვები, ბასრი ხანჯალის ნაიარევივით, წლების მანძილზე თქვენს სულს, მოუშუშებელ იარად დააჩნდეს.


კურო - პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში, ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.


ქალწული - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.


თხის რქა - სამსახურში თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ.


ტყუპები - დღეს საბოლოოდ დასრულდება, პროფესიულ ასპარეზზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები და გაუგებრობები. გამორიცხული არ არის, სრულიად ახალი, ძალზე პერსპექტიული პროექტის განხორციელების საშუალება მოგეცეთ, ან აქამდე ნაკლებად მომგებიანმა საქმემ მოგიტანოთ, მოულოდნელი წარმატება და სოლიდური ფულადი შემოსავალი. პირად ურთიერთობებში, შერიგებისა და სიმშვიდის პერიოდი დგება. თქვენი ოპტიმისტური განწყობა და ლიბერალური მიდგომა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაში შეგიწყობთ ხელს.


სასწორი - საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა ახალმა, საქმიანმა შემოთავაზებამ ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. უმჯობესია დღევანდელი დღე, სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ და წვრილმანები დახვეწოთ. ნუ უგულვებელყოფთ იმ რჩევებს, რომლებსაც დღეს, უახლოესი მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგაწვდიან, მათი გათვალისწინებით, სამომავლოდ სერიოზულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.


მერწყული - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.


კირჩხიბი - დღევანდელი დღე, თქვენგან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას და მაქსიმალურ რისკს მოითხოვს. თუმცა ნებისმიერი საქმე, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. განსაკუთრებული გამბედაობის გამოჩენა ამ მხრივ, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით გმართებთ. რატომ კარგავთ დროს უსაფუძვლო ეჭვებსა და ნერვიულობაზე? თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ისედაც, საკმაოდ დაიღალა ლოდინითა და გაურკვევლობით. დროა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით გაახაროთ ისიც და საკუთარი თავიც.


მორიელი - ბოლო პერიოდში,თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ, როგორც ოჯახურ ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადბითად იმოქმედებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს თქვენი დახმარება, ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ და შესაძლოა, რომელიმე მათგანს, რაიმე კონკრეტული სახის საფრთხეც კი ააცილოთ თავიდან, თუკი საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნებით.


თევზები - აქტიური და ენერგიული დღე გელით. საშუალება მოგეცემათ, კარიერაში მწვერვალები დაიპყროთ. გაგიმართლებთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com