ამბები

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი - თქვენი შეხედულებები ზოგიერთ საკითხებზე ძალზედ უცნაურია, კარგად დაფიქრდით ვიდრე პოლემიკაში ჩაებმებით. შეეცადეთ დღეს არ ჩაერიოთ კამათში და არც თვითონ წამოიწყოთ იგი. თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა ხელოვნების სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის.


ლომი - ცხოვრების ისეთი ჩქარი ტემპი, როგორიც არჩეული გაქვთ, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის, რაც ნეგატიურად აისახება კარიერაზეც. მთავარია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები.


მშვილდოსანი - დღეს უარს ნუ იტყვით მოგზაურობაზე. თამამად გაუზიარეთ თქვენი ახალი იდეები მეგობრებს და ხელმძღვანელებს. ეს თქვენ წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა სამსახურში დაგაწინაურონ კიდეც. შესაძლოა, შორიდან მიღებულმა ინფორმაციამ ძალიან კარგ ხასიათზე დაგაყენოთ. ნათესავებისა და ახლობლების შესახებ სასიხარულო ამბებს გაიგებთ. დაურეკეთ და მიულოცეთ მათ წარმატება.


კურო - დღეს შესაძლებელია ახალ სასიყვარულო, რომანტიულ ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი. შესაძლოა ახალი, გავლენიანი მეგობრებიც კი შეიძინოთ. დაფიქრდით გარშემომყოფები რატომ არ ეთანხმებიან თქვენს მოსაზრებებს, იქნებ თქვენ ყველაფერში მართალი არ ხართ.


ქალწული - წინ ცვლილების პერიოდია. ეცადეთ, სიახლე შეიტანოთ სახლის ინტერიერში, საკუთარ იმიჯში. მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტებს. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრეთ.


თხის რქა - დღეს შესაძლებელია მოგიწიოთ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა, შეეცადეთ ამისთვის იყოთ მზად. სიძნელეები ნუ დაგაფრთხობთ, იყავით უფრო გამბედავები. საქმიანობაში შეეცადეთ მეტი სიახლე შეიტანოთ. სხვისი იმედი ნუ გექნებათ.


ტყუპები - სასურველია დაისვენოთ, წახვიდეთ შვებულებაში ან გარემო შეიცვალოთ. არასასურველი დღეა პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად, რადგან მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია მცდარი აღმოჩნდეს.


სასწორი - თქვენი აქტიურობა დღეს, პიკს მიაღწევს. წარმატება გელით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჰარმონიულად შეათავსეთ სამსახური და ოჯახი, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.


მერწყული - დღეს სამსახურში უამრავ ახალ პერსპექტიულ წინადადებას შემოგთავაზებენ, კარგად დაფიქრდით, რჩევა თანამშრომლებსაც კითხეთ და მხოლოდ მაშინ მოაწერეთ ხელი დოკუმენტებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.


კირჩხიბი - დღეს თქვენს ხელთაა ცვლილებების განხორციელება, სიტუაციის თქვენს სასიკეთოდ შემოტრიალება. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.


მორიელი - მეგობრებთან ერთად საქმიანი საუბრები გელით. ამიტომ გირჩევთ, ნუ დაჯდებით სახლში და ნუ მოერიდებით საზოგადოებას. დღეს ყველაზე რთული და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდანაც ადვილად იპოვით გამოსავალს, თქვენს ნაამბობს, ზღაპარსაც კი დაიჯერებენ. მაგრამ ისეთ რამესაც ნუ მოჰყვებით, რომ შემდგომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.


თევზები - დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში, დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად და ხანგრძლივი დროით დაძაბოს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com