20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ივნისი, 2018 3 002


 
 
ვერძი - დღეს სასურველია გაითვალისწინოთ მიღებული რჩევები, განსაკუთრებით იურიდული ან საბუთებთან დაკავშირებული, ვინაიდან თუ მარტო სხვების დახმარების გარეშე შეეცდებით ამ საკითხების მოგვარებას, შესაძლოა შეცდომები დაუშვათ.


ლომი - დღეს დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ თქვენი ჯანმრთელობისადმი. მოერიდეთ დაუფიქრებელ შეპირებებს, არ აჰყვეთ თქვენს სურვილებს. ყველაფერთან ერთად, თქვენი მეორე ნახევრის ნათესავები მოგმართავენ დღეს რჩევისთვის და დახმარებისთვის. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.


მშვილდოსანი - დღეს, ყველაზე აქტუალური ფინანსური საკითხები იქნება. დიდი მონდომების შედეგად სასურველ შედეგს მიაღწევთ კარიერაში. პირად ცხოვრებაში ჰარმონიული ურთიერთობა შენარჩუნდება.


კურო - ეცადეთ დღეს თავი აარიდოთ ახლობლებთან კამათს. საღამო ოჯახის წრეში გაატარეთ, მოუსმინეთ მშობლებს და მათი რჩევები სამომავლოდ გამოიყენეთ სასიკეთოდ.


ქალწული - გარშემომყოფები შეეცდებიან, თქვენი ცხოვრება გააკონტროლონ. ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს არ დაუშვათ. სამსახურში მცირე პრობლემები იჩენს თავს. ეცადეთ, კოლეგების კეთილგანწყობით ისარგებლოთ. იმისათვის, რომ დადებითი ენერგიით აივსოთ, საღამო მხიარულად გაატარეთ.


თხის რქა - დღეს თქვენ გარშემო მრავალი გადაუწყვეტელი საკითხი მოიყრის თავს, რამდენადაც შეძლებთ ამ ყველაფრისთვის თავის გართმევას და ფიზიკური ძალების გადანაწილებას, იმდენად მოახერხებთ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას.


ტყუპები - მეგობრებთან ერთად უამრავ მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრით. შორიდან სასიამოვნო ცნობებს მიიღებთ. პირადი საქმეები დღედღეზე მოგიგვარდებათ.


სასწორი - წინ ბევრი სიურპრიზი გელი. სასიყვარულო ურთიერთობებში სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.


მერწყული - შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ფიზიკური და სულიერი ძალები სასურველი საქმისათვის. ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ, გადაწყვიტოთ რთული ამოცანები. სხვას დახმარება არ სთხოვოთ. ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ და თვითკმაყოფილებას იგრძნობთ.


კირჩხიბი - დღეს სამომავლო საქმეები თამამად დაგეგმეთ. მეგობრების დახმარებით ბევრ რამეს შეძლებთ, მაგრამ ოჯახური საჭიროებისათვის ხარჯებიც არ დაახანებს.


მორიელი - შეეცადეთ, იყოთ პრინციპული და დაიცვათ საკუთარი პოზიცია. ნაკლები იფიქრეთ პრობლემებზე. ნუ მოდუნდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი უფრო ხშრად აქტიურ ადამიანებს წყალობთ. რატომღაც დღეს სიამოვნებას მოგანიჭებთ არა მიღწეული შედეგი, არამედ რაიმე ახლის შექმნის პროცესი.


თევზები - ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა არ იქნება დღეს ადვილი ამოცანა თქვენთვის. ჯერ ერთი ყველა კარგის მოსურნე არ არის, მოგიწევთ მოთმენა.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: