15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი:
ეს დღე წარმატებული იქნება, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულია შემოქმედებით. მეგობრებმა შეიძლება დაგპატიჟონ თეატრში ან კინოში. დღეს დაგეგმილი საქმე წარმატებას მოგიტანთ. დღეს ფინანსურ ოპერაციებშიც გაგიმართლებ

კურო:
წერტილს დაუსვამთ დღეს იმ ურთიერთობას, რომელიც ადრე უნდა გაგეწყვიტათ. არ ინერვიულოთ, თქვნ ამ ურთიერთობის გადასარჩენად უკვე ყველაფერი გააკეთეთ. საღამოს ოჯახთან ერთად წადით სავახშმოდ , ოჯახი პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.


ტყუპები:
შესაძლებელია, რომ დღე დაიწყოს კონფლიქტით. ტყუილი არ გიშველით, ამან შეიძლება მეტი ზიანი მოგიტანოთ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისაგან.

კირჩხიბი:
დღეს ჯობს ძველი მგობრები გაიხსენოთ, მათთან ერთად განმარტოვდეთ და უახლოესი ადამიანებისაგან დადებითი ენერგიით აღიჭურვოთ, რადგან სამსახურში არ გაგიმართლებთ და შეიძლება, თქვენს შეფთან შელაპარაკებაც კი მოგივიდეთ.

ლომი:
შესაძლოა, დღის დასაწყისშივე მიიღოთ ხელსაყრელი წინადადება და სამსახურებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თავს დააღწევთ ყველა გაუგებრობას, რომელიც თქვენსა და ხელმძღვანელობას შორის არსებობდა. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს ფუჭ ახსნა განმარტებებზე და თვენი უშუალო მოვალეობები შეასრულეთ. საღამო ბავშვების გარემოცვაში გაატარეთ


ქალწული:
წინ საინტერესო დღე გელით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტეთ. საღამო კი გართობას და დროსტარებას დაუთმეთ.

სასწორი:
დღევანდელ დღეს თქვენი დევიზია სიყვარული. კარგი დღეა ასევე, მატერიალური პრობლემების გადასაჭრელად. აზარტულ თამაშებში გაგიმართლებთ, მაგრამ ნუ გათამამდებით, რადგან წაგების ალბათობაც საკმაოდ დიდია.

მორიელი:
სამსახურებრივ და ოჯახურ საქმეებს აქტიურ დასვენებასა და თავგადასავლებსაც ჩინებულად შეუხამებთ. ეს პერიოდი, საზრუნავთან ერთად, დასვენებას, სიყვარულსა და პოპულარობის შემატებასაც გპირდებათ.

მშვილდოსანი:
დღეს უბრალოდ მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენს კეთილშობილურ განზრახვებს და ძალიან კარგ შეთავაზებებს შესაბამისად ვერ დააფასებენ. გული არ დაგწყდეთ უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება.


თხის რქა:
ეს დღე ნეგატიურია ახალი საქმეების წამოსაწყებად. მოსალოდნელია დღეს დაწყებულმა საქმემ არ გაამართლოს. ჯობია მიჰყვეთ ცხოვრების დინებას.

მერწყული:
ეცადეთ დღეს საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება მისცეთ და არ დაღალოთ თქვენთან ურთიერთობით. გაორება სასიყვარულო ურთიერთობებს ზიანს მიაყენებს. სასურველია გააცნობიეროთ თქვენი სურვილები.


თევზები:
დღეს მეტ ყურადღებას მოგთხოვთ ოჯახი. მზრუნველობისა და სიყვარულის გამოვლენა საყვარელ ადამიანთან გაუგებრობებს გააქარწყლებს. წარმატებული დღეა ახალი გეგმებისა და სტრატეგიის დასახვისთვის..
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com