ამბები




11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი - წარმატებული იქნება თქვენთვის დღის პირველი ნახევარი, ამიტომ საკამათო საკითხები უკეთესია გადაწყვიტოთ სადილამდე. აკონტროლეთ ყველაფერი, განსაკუთრებით ფინანსური ოპერაციები. მრავალი იდეა მოგივათ თავში.


ლომი - დღეს სახალხოდ შეგაქებენ სამსახურში, დიდი ხანია გინდოდათ თავის გამოჩენა ერთი პიროვნების წინაშე, დღეს გეძლევათ ამის შანსი.


მშვილდოსანი - დღეს უმჯობესია გადახედოთ საკუთარ შეხედულებებს და პრინციპებს, შესაძლებელია ისინი განახლებას საჭიროებენ. შეეცადეთ სხვა კუთხით შეხედოთ ბევრ საკითხს, მაშინ მიხვდებით, რომ ყველაფერი არ ისე ცუდათაა, როგორც ფიქრობდით.


კურო - შესაძლებელია დღეს რადიოში მოსმენილი სიმღერა თქვენი საყვარელი გახდეს რაღაც დროით. იმდენად მოიხიბლებით მელოდიით, რომ ცოტა ხანში იგი გაჩნდება თქვენს მაღვიძარაზე, მობილურის ზარად და პლეერში პირველ სიმღერად.


ქალწული - დროა საკუთარ მომავალზე დაფიქრდეთ. მალე ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, თქვენ კიდე ჯერ არც კი იცით რაში დახარჯოთ ის, სწავლა გაააგრძელოთ, სამსახური ეძებოთ თუ დაისვენოთ. უმჯობესია ეს საკითხი წინასწარ გადაწყვიტოთ, თორემ დროის ნაწილი უაზროდ დაგეხარჯებათ.


თხის რქა - შეეცადეთ მეტი სიახლე შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. მიეცით თავს გართობის უფლება, ელოდეთ სასიამოვნო ინფორმაციასა და საჩუქარს. საღამოს ტელევიზორთან ნუ გაატარებთ. წადით თეატრში ან დისკოთეკაზე და იმხიარულეთ.


ტყუპები - სამსახურში დღეს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, თან იქონიეთ წამლები და თბილი მოსასხამი. შესაძლოა გაციება გეწყებათ, ამიტომ უხასიათოდ იქნებით.


სასწორი - თუ დღეს სუპერმარკეტში შეხვალთ აუცილებლად იყიდეთ ის რისი გასინჯვაც დიდი ხანია გინდოდათ და ვერ ბედავდით. გაგიმართლებთ ფასითაც და გემოთიც კმაყოფილი დარჩებით.


მერწყული - დღეს იქნებით ძალიან პირდაპირი. ნებისყოფას ნებისმიერი წვრილმანის გამო დაკარგავთ. გაგაღიზიანებთ როგორც შინაურების აგრეთვე უცხო ადამიანების საქციელი. თავის შეკავებას არც კი გირჩევთ, რადგან მაინც ვერ შეძლებთ.


კირჩხიბი - დღეს ცოტა მოდუნდით და დაისვენეთ, თორე არ გეყოფათ დრო მნიშვნელოვანი პროექტის დასამთავრებლად. მართალია საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ საქმეების დამთავრებამდე არ დაისვენებდით, მაგრამ უკვე ბევრი გააკეთეთ და ძალების აღდგენა გესაჭიროებათ.


მორიელი 
- თავს დაგადყდებათ ბევრი ახალი მოვალეობა. ბევრი თქვენი თანამშრომელი შვებულებაში მიდის, რის გამოც თქვენ ბევრი საქმის ერთად გაკეთება მოგიწევთ. ნუ მოიწყენთ ამის გამო, რადგან თქვენ სოლიდურ ჯილდოს მიიღებთ ამის გამო.


თევზები - დღეს სამომავლო საქმეები თამამად დაგეგმეთ. მეგობრების დახმარებით ბევრ რამეს შეძლებთ, მაგრამ ოჯახური საჭიროებისათვის ხარჯებიც არ დაახანებს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com