ამბები




12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი:
ეს დღე იქნება მეგობრული ურთიერთობის აღდგენისათვის საუკეთესო, მაგრამ ამავე დროს თქვენმა სიზარმაცემ და უყურადღებობამ, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენ მიღწეულ წარმატებებზე. შეამოწმეთ პრეპარატების შენახვის ვადა, რომელსაც ღებულობთ. არ გადააჭარბოთ დოზას და თავი შეიკავეთ მძიმე საკვების მიღებისგან.

კურო:
ეს დღე პოზიტიური იქნება სასწორთა უმრავლესობისათვის მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. დღის დასაწყისი სამუშაოს მიუძღვენით, ხოლო მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ მგზავრობისაგან, ვინაიდან დიდია შეფერხებებისა და ტრავმების ალბათობა. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობის მოწესრიგებას.


ტყუპები:
ეცადეთ არ აწყენინოთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მოსალოდნელია უცხო ადამიანის ზეგავლენის ქვეშ მოხვდეთ და თუ გსურთ, რომ ასე არ მოხდეს, ამისათვის საჭიროა მეგობრებს ხელი არ კრათ და მათი რჩევა-დარიგება გაიზიაროთ.


კირჩხიბი:
წინ წარმატებული დღე გელით. ეცადეთ, ფინანსური პრობლემები მოაგვაროთ. ახალი ნაცნობობა რომანტიკულ თავგადასავლებს გპირდებათ.


ლომი:
ემოციები, რომლებიც ასე ჭარბად მოგეძალათ უახლოეს წარსულში, საბოლოოდ დაცხრება. მეტი მობილიზება და სიმშვიდე გმართებთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტისას. აჩქარება სიკეთეს არ მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ყურადღებით მოეკიდეთ ყველანაირ წვრილმანს. გაფრთხილდით: საწარმოო ტრავმის საშიშროება გელით. იაქტიურეთ სამსახურში, რადგან დღევანდელ დღეს წამოწყებული საქმე წარმატებული იქნება.



ქალწული:
დღეს, ახალი საქმის წამოწყება რეკომენდებული არ არის. აკონტროლეთ ემოციები. სასიყვარულო ურთიერთობებში დათმობაზე წადით. ენერგია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისკენ მიმართეთ.



სასწორი:
ეს დღე თქვენთვის პოზიტიური იქნება. კარიერაში მნიშვნელოვან სასიკეთო ძვრებს ელოდეთ. ნუ დაირცხვენთ, თამამად ესაუბრეთ ხელმძღვანელებს ახალი იდეების შესახებ. გამოიჩინეთ ინიციატივა და აუცილებლად გაგიმართლებთ, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები დღევანდელი დღისთვის დაგეგმოთ, რადგან იღბალი თქვენს მხარესაა.


მორიელი:
პირად ცხოვრებაში დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი. შეიძლება თქვენს რჩეულთან ურთიერთობა უკიდურესად დაგეძაბოთ. თუ მაინც იგრძნობთ, რომ მისთვის ერთადერთი ხართ, სიტუაცია სასწრაფოდ გამოასწორეთ. დღეს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა გაგირთულდებათ. თუმცა, ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე არანაირად არ აისახება, თუ დათმობაზე წახვალთ ადამიანთან, რომელზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული.



მშვილდოსანი:
ენდეთ ინტუიციას. ეცადეთ, ყურადღების ცენტრში იყოთ. კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ. სახლის ინტერიერში ცვლილებები შეიტანეთ. საღამო კი მეგობრებთან გაატარეთ.



თხის რქა:
დღეს დაისვენეთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ, ეხლა კარგია ქალაქგარეთ გასვლა მეგობრებთან ერთად. რათა სრულიად აღიდგინოთ ენერგია შემდეგი წარმატებების მისაღწევად. ერთი დღის დასვენება თქვენთვის მთელი წლის ენერგიას შეგძენთ.


მერწყული:
დღევანდელ დღეს კარგია თუ აქცენტს საკუთარ ჯანმრთელობაზე გააკეთებთ, რადგან ეს დღე თქვენთვის კარგია პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. კარიერაში წარმატებას მიაღწევთ.


თევზები:
ისე მოგეპყრობიან, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია. შეეცადეთ ამის გამო სკანდალი არ ატეხოთ., მაინც ვერაფერს მიაღწევთ.

 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com