ამბები




9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი


                                         9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი



ვერძი
ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ყველა მიხვდება, რომ უნიკალური და შეუცვლელი ადამიანი ხართ. იყავით აქტიური მუშაობისას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან. 
კურო
არაფერი დაგეგმოთ, რადგან შეიძლება მოულოდნელად შეგეცვალოთ დღის განრიგი. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას, გამონახეთ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის. 

ტყუპი
გაგიკვირდებათ და, წარმატების მისაღწევად შეიძლება მსახიობური მონაცემების გამოვლენა დაგჭირდეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. ბიზნესის გასაფართოებლად კი შეიძლება ახალი თანამოზრეების გაიჩინოთ. 

კირჩხიბი
წარმატება რომ შეინარჩუნოთ, ჯერ საკუთარი თავი ყველას უნდა გააცნოთ და მერე თქვენი შესაძლებლობებიც საუკეთესოდ წარმოადგინოთ. ეცადეთ, წარმატებულ, ქარიზმატულ ადამიანებს მიბაძოთ. 

ლომი
კარგი დღეა ცხოვრების გადასახალისებლად. ნუ დახუჭავთ თვალს სირთულეზე. ეცადეთ, ერთგული მეგობრების მხარდაჭერით დაძლიოთ ისინი. 

ქალწული
თავდაჯერებული და ენერგიული ხართ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. დაიცავით საკუთარი თავი ინტრიგებისა და საიდუმლოებებისგან. სიურპრიზი მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს, შვილს. 

სასწორი
მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. უცხო გარემოსა და ახალ კოლექტივშიც კი. პარტნიორებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, თუ ცივი და მოსაწყენი არ იქნებით. 

მორიელი
რაც უფრო მიზანმიმართული იქნებით, მით უმჯობესია. წარმატების მიღწევაში არაფერი გიშლით ხელს, თუ, რა თქმა უნდა, თავად არ იზარმაცებთ. ზოგიერთს სამსახურის შეცვლა მოუნდება. 

მშვილდოსანი
თამაშითა და შემოქმედებითი მიდგომით ყველა საქმეს მარტივად მოაგვარებთ. ნუ გგონიათ, რომ პარტნიორების გარეშე გაგიჭირდებათ. პირიქით, უფრო მობილიზებული იქნებით. ახალი იდეები მხოლოდ ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს გაუზიარეთ. 

თხის რქა
შეიძლება თავადაც გაგიკვირდეთ, მაგრამ მეტად ლმობიერი გახდებით და იუმორით შეხედავთ მოვლენებს. ეცადეთ, არატრადიცული მეთოდებით მოაგვაროთ სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები. 

მერწყული
რაც უფრო ძლიერი კონკურენტი გეყოლებათ, მით მეტად გააქტიურდებით. უბრალოდ, ეცადეთ, დრამატიზმში არ გადავარდეთ. იყავით მეტად მეგობრული და მზად სიახლეების ასათვისებლად. 

თევზები
თუ არსებული სიტუაცია, გარემო მოგბეზრდათ, კარდინალურ ცვლილებებს მაინც არ გირჩევთ. აუწყვეთ ფეხი სიახლეებს. ზოგიერთებს შეიძლება სამსახურის შეცვლა მოგინდეთ ან შემოსავლის ახალი წყაროს მოძიება დაიწყოთ.

წყარო: astrologi.ambebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com