ამბები




სამი ანტიენერგეტიკული არხი, რომლითაც ყველაზე მეტად იბინძურებ აურას


სამი  ანტიენერგეტიკული არხი, რომლითაც ყველაზე მეტად იბინძურებ  აურას

არსებობს სამი ყველაზე ძლიერი ანტიენერგეტიკული არხი, რომლითაც ადამიანი ყველაზე მეტად იბინძურებს საკუთარ აურას.

ტყუილი – ტყუილის ორი ფორმა არსებობს, თავდაცვითი და ინსტინქტური. ორივე შემთხვევაში აქტიურდება გარკვეული სახის ენერგეტიკა "თამასი", რომელიც თავის მხრივ ადამიანს უბიძგებს იცხოვროს ილუზორულ (გამოგონილ) სამყაროში, რაც თავის მხრივ ააქტიურებს ქაოსს თავად ამ ინდივიდისვე გარშემო. ხშირად გინახავთ ალბათ ერთი შეხედვით ლამაზი, წარმატებული და მარტოსული ადამიანი. ეს ზუსტად ზემოხსენებული ენერგია "თამასის" დამსახურებაა. ჩვენ თავად ვაშენებთ გაურკვევლობის კედლებს გარშემო და ტყუილი, რომელსაც ყოველდღე თითქოსდა უმნიშვნელო საჭიროებისას ვიყენებთ, ადამიანებში ჩვენ მიმართ გარკვეულ ბარიერს იწვევს.


ამაო ლაქლაქი – ჭორაობა, დროის გასაყვანად ამბების გაზიარება და გამოგონილ-შელამაზებული ისტორიები ადამიანის აურას აბინძურებს და ასუსტებს. ეს ყველაფერი კი აფერხებს ინტუიციას. თუკი თქვენ თავს დაანებებთ ამაო ლაქლაქს და ჭორაობას მალე შეამჩნევთ, რომ ნათელხილვის უნარი გაგეხსნებათ, ინტუიციით გაიაზრებთ ბევრ მოვლენას, რითაც საშუალება მოგეცემათ წინასწარ დააკორექტიროთ თქვენი ბედი.


ბილწსიტყვაობა – კარმის კანონის მიხედვით ადამიანი, რომელიც ხშირად ბილწსიტყვაობს ნებაყოფლობით აფურთხებს ზეცას. ამიტომ იგი საკუთარ გზაზე იზიდავს აგრესიას და ბილწსიტყვაობას ასევე. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ რატომ ლაგდება თქვენი ცხოვრება ისე, რომ დაუმსახურებელ ბრალდებებს გიყენებენ ან გავალდებულებენ აიტანოთ აგრესია.

წყარო: astrologi.ambebi.ge

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com