ამბები

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი
მცირე არჩევანი გაქვთ: ან დაჯდეთ და იტიროთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე ან აქტიურად დაიწყოთ ახალი მიზნების განხორციელება. საყვარელი ადამიანი ყველანაირად ეცდება, თქვენი კეთილგანწყობა დაიმსახუროს.

კურო
მხნე და ინიციატივიანი ხართ, ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს, თუ სხვის იმედზე არ იქნებით. აკონტროლეთ ემოციები. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.

ტყუპი
არ დაკარგოთ დრო. იყავით მეტად მობილიზებული და დაკვირვებული. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი ურთიერთობას გაგიუმჯობესებთ. მარტოხელას რომანტიკული ნაცნობობა ელის უცხოელთან.

კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსთან, დაქვემდებარებულებთან. საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოწერეთ საზაფხულო გეგმა-ხარჯი. გადაღლილობის მოსახსნელად ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღეთ.

ლომი
საქმეების მიუხედავად ყურადღება არ მოაკლოთ ოჯახის წევრებს, შვილებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ. სამსახურის შემდეგ კარგია სპორტდარბაზში ვარჯიში.

ქალწული
არ ჩაერიოთ კოლეგების საქმეებში, მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას. შეამცირეთ ყავისა და შავი ჩაის სმა. ძილის წინ სუფთ ჰაერზე ფეხით გაისეირნეთ და გამოიძინეთ.

სასწორი
მოთმინებით აღიჭურვეთ და დაკისრებული ვალდებულება მშვიდად შეასრულეთ. სამსახურებრივი რომანისგამო კოლეგების კრიტიკას ვერსად გაექცევით. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან.

მორიელი
გაფრთხილდით, რათა თქვენმა სიტყვამ ან საქციელმა ახლობლების გულისწყრომა არ გამოიწვიოს. სიფრთხილე გმართებთ საბინაო საკითხის მოგვარებისას. განწყობას მეგობრებთან შეხვედრა გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი
დღეს სანამ რამეს იტყოდეთ, გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. ნუ მიირთმევთ ნახევრად უმ ხორცსა და თევზს.

თხისრქა
მიზნები ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელეთ; აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ კრიტიკული. კარგი დღეა ხანმოკლე და მსუბუქი დიეტის დასაწყებად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
საკუთარი თავის რწმენა დაგიბრუნდებათ და საქმეებს უკეთესად და რაც მთავარია, სწრაფად გაუმკლავდებით. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. გააუმჯობესეთ ძილის რაჟიმი. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მომთმენი უნდა იყოთ.

თევზები
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ, მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას ნუ აიღებთ.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com