ამბები




იტალიის ელჩის აზრით, ანაკლიის პორტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის შეუცვლელია



საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეფასებით, დღესდღეობით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, საქართველო ძალიან საინტერესოა.
ელჩმა bm.ge-თან იმ სექტორებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მისი აზრით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც - საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, იტალია-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
„საქართველო ძალიან საინტერესოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან საინვესტიციო კუთხით წარმოდგენილია მართლაც უპრეცენდენტო და სანაქებო პროექტები - დაწყებული გზებით, დამთავრებული ანაკლიის პორტით. ეს პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის", - განაცხადა იტალიის ელჩმა.
გარდა ამისა, ელჩის შეფასებით, საინტერესოა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის უნიკალური საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე შესულია და ფისკალური ბერკეტის ქონა ყოველთვის ეფექტურია ქვეყნისთვის, თუმცა ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ ეს ფაქტორი არ არის საკმარისი.
„უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესოა, ხელმისაწვდომი სამუშაო ძალის არსებობა ქვეყანაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელი მეწარმეებისთვის მაინც სტაბილურობის განცდა, ბაზრის ზომა და მისი განჭვრეტადობაა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს და საინტერესო და პოტენციური სექტორები გამოიკვეთოს", - აღნიშნა ბარტოლიმ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com