ამბები

საქართველოს საგარეო ვალმა 17.2 მლრდ დოლარი შეადგინა



საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.2 მლრდ აშშ დოლარი (45.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 107.4 პროცენტია. 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 195.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო - 145.8 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო - 65.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 10.9 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, სხვა ცვლილებების გამო ვალი 27.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (18.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.1 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 328.4 მლნ აშშ დოლარი (858.8 მლნ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად - 806.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 864.2 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი (9.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.5 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.2 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 63.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.5 პროცენტია.
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო 0.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2018 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 328.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 201.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com