ამბები

რომელია ყველაზე 'ფულისმშოვნელი' ზოდიაქო?

 

მაშ, ასე გარეგნულ სილამაზეზე ვისაუბრეთ ზოდიქოს ნიშნების მიხედვით, ამჯერად კი ჯერი ფინანსებზე და მათი გამომუშავება-ხარჯვის უნარზე მიდგა. მოკლედ თუ გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა შანსები ცხოვრებაში დიდი ფული იშოვნოთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მონახეთ ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის. მივყვეთ რიგითობით



 



ვერძებს ფულის შოვნის ნიჭი ნამდვილად აქვთ, მაგრამ მათი ხარჯვის ნიჭი გაცილებით დიდია ამ ადამიანებში. ნებისმიერი ტიპიური ვერძი, თუ მას კუროს გავლენა არ აქვს პირად რუკაში.საშინლად მფლანგველი და ხელგაშლილია, ოღონდ საკუთარი თავისთვის ხარჯვაც ისევე უყვარს ვერძს, როგორც მეგობრებისთვის.



 



აი თუ ვინმეს ფულის შოვნის და განსაკუთრებით შეგროვება-დაგროვების ნიჭი დაყვა დაბადებით, ეს კუროა. კურო ზოდიაქოს მეორე სახლს განაგებს-ეს კი ფულის სახლია. ამიტომ კურო დიდი ქონების პატრონი რომც არ გახდეს, მათხოვრად დაგდებულს მაინც ვერ ნახავთ მასე. რასაც გამოიმუშავებს, უმისამართოდ არასოდეს გაატანს ქარს ეს ადამიანი.



image



 



ტყუპებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ფულის მიმართ, თუმცა შოვნაზე მეტად ფლანგვა უყვართ. მათი შემოსავლის წყარო ძირითადად რამე კომუნიკაციის სფერო ან ლიტერატურაა. წერის ნიჭს და ტყუპის ზოდიაქოს შორის დიდი კავშირია.ასე რომ ტყუპებო, დროა ხელი კალამს კი არადა კომპიუტერის კლავიატურას მოჰკიდოთ.



 



კუროს მერე ზოდიაქოს დიდი "ფულისტი" და "კუპიუროლოგი"კირჩხიბია. შემთხვევით კი არ იბადება ზოდიაქოს ამ ნიშნით ყველაზე მეტი ბიზნესმენი. კიბოს ყიდვა-გაყიდვის ნიჭთან ერთად ფულის დაგროვებაც საშინლად უყვარს. მგონი მუთაქაში ფულის გამოკერვის პრაქტიკა სწორედ კირჩხიბებმა დანერგეს რეალობაში.



 



ლომებს იცოცხლე ფუფუნებით ცხოვრებაზე "აკანკალებთ" და ხშირად ისე გამოიყურებიან, გეგონება თავად როკფელერი თუ არა როკფელერის გარე ბიძაშვილია. თუმცა ლომს ფულის შოვნაც შეუძლია, მთლად მასეც კი არაა საქმე. ნუ ეხლა ამ ფულს რომ ერთ დღეში ძვირფას კაბაში ან რესტორნის დახურვაში მიახარჯავს, ეს სხვა თემაა.



 



ქალწული რომელსაც საკუთარი დანაზოგი ბავშვობიდან არ გააჩნია, თამამად შეიძლება ანტი-ქალწულად მოვნათლოთ. ფულის შოვნა ქალწულებს არამარტო უყვართ, ის მთელი მათი ცხოვრების აზრი, კრედო და დევიზია. ამიტომ ფინანსური გაჭირვება მათ ცხოვრებაში იშვიათი შემთხვევაა.



image



სასწორს მერყევი ხასიათის გამო, ხან მფლანგველობა ემართება, ხან კი უკიდურესი სიძუნწე, გააჩნია რომელი პინა როგორ გადაიხრება მის თავში. თუმცა ფულის გამომუშავებასაც ახერხებს ეს ხალხი. ხშირად საკუთარი ვიზუალური იმიჯის "სარფიანდა გაყიდვის" წყალობით. არა არა, ეს ის არ არის რაც იფიქრეთ :)) სასწორის ნიშნით ბევრი მოდელი იბადება, ესაა და ეს



 



მორიელს ძალაუფლება უყვარს, ძალაუფლების მოსაპოვებლად კი ფული აუცილებელი კომპონენტია. ამიტომ, მორიელი მის საშოვნელად (ხშირად იოლი გზებითაც) არაფერზე დაიხევს უკან. ამ ხალხს ხელგაშლილს ნამდვილად ვერ დაარქმევ, მაგრამ თუ ვინმე უყვართ მისთვის არაფერს დაინანებენ.





 



ზოდიაქოს ყველაზე დიდ მფლანგველს მშვილდოსანს ფულის შოვნაც წარმატებით შეუძლია, უფრო ხშირად ეს მისი მფარველი პლანეტის ოუპიტერის დამსახურებაა, რომელიც წარმატებას განაგებს. ამიტომ მშვილდოსნები, ხშირაც ფულს, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ყოფნის წყალობით უფრო ახერხებენ, ვიდრე მუხლჩაუხრელი შრომით





 



უდიდეს "ვოკოჰოლიკს" თხის რქას, მუშაობა და ფული ერთნაირად უყვარს, ისევე როგორც მის მოძმე ქალწულს. თუმცა ქალწულისგან განსხვავებით თხის რქას გაცილებით დიდი კარიერული მადა და ამბიციები აქვს. ამიტომ ფულს, საზოგადოებაში სასურველი სტატუსის მისაღწევადაც წარმატებით იყენებს.



 



მერწყულებს, ფულის მიმართ ძალზე ზერელე დამოკიდებულება გააჩნიათ. მათთვის ფული, საშულებაა რომ იცხოვრონ და ფინანასები, არასოდესაა ჭეშმარიტი მერწყულის თვითმიზანი. თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსოფლიო მილიარდელთა სიაში სწორედ რომ მერწყულები ხვდებიან.ეს იმიტომ, რომ მათ ადამიანებთან მიდგომა ეხერხებათ კარგად.



imageრაც შეეხებათ თევზებს, მათ შორის უფრო მეტ უფულო ხელოვანს შეხვდებით ვიდრე დიდი ქონების პატრონ ბიზნესმენს, თუმცა ბედისწერის წყალობით, ზოგჯერ ისინიც ექცევიან ტალღის ქიმზე ცხოვრებაში. თუმცა ამ შემთხვევაშიც, კი თევზები არასოდეს ხდებიან ქედმაღლები და საკუთარ ადამიანურ, ჰუმანურ ბუნებას ბოლომდე ინარჩუნებენ.



წყარო: intemredia.ge
скачать dle 12.0
თეგები: ასტროლოგი

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]