ამბები




9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი


 
ვერძი:
დღევანდელი დღე კარგია საყიდლებისათვის , გაუკეთეთ ოჯახის წევრებს პატარ-პატარა საჩუქრები, ისინი იმსახურებენ ამას თქვენგან. დღეს ასევე მოსალოდნელია ახალი ნაცნობი გაიჩინოთ და თქვენი ურთიერთობა შესაძლებელია დიდ გრძნობაში გადაიზარდოს.

კურო:
არ ღირს დღეს თავი დაიტვირთოთ ზედმეტი საქმით სამსახურში და სახლში. მიაქციეთ ყურადღება ოჯახის წევრებს, უყურადღებობამ შესაძლებელია კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.


ტყუპები:
მეგობრებისგან ელოდეთ სიურპრიზს. ბევრი ეცდება, გაგიწიოთ დახმარება პირად ცხოვრებაში, მაგრამ ყველას ნუ ენდობით. იცოდეთ, რომ ყველაფერი არ ითქმება.


კირჩხიბი:
დღეს, თქვენ ძნელად თუ შეძლებთ საკუთარი ეგოიზმის დაოკებას, გაგიჭირდებათ საკუთარი ამბიციების და ინტერესების გარკვეულ ფარგლებში ჩატევა. გადაწყვიტავთ იმ გეგმების განხორციელებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. საყვარელი ადამიანისაგან მოსალოდნელია გულის ტკივილი მიიღოთ.

ლომი:
იღბალი თქვენს მხარესაა. წარმატებას მიაღწევთ როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. გელით რომანტიკული თავგადასავალი. ფინანსური ოპერაციებიდან მნიშვნელოვან მოგებებს მიიღებთ. შეგიძლიათ დღეს თავს დასვენებისა და გართობის უფლება მისცეთ.

ქალწული:
წინ ცვლილების პერიოდია. ეცადეთ, სიახლე შეიტანოთ სახლის ინტერიერში, საკუთარ იმიჯში. მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტებს. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრეთ.

სასწორი:
დროს უსაქმურობაში ნუ გაიყვანთ. ის თუ რამდენად შრომისმოყვარე იქნებით ამ დღეს, თქვენს მომავალს განსაზღვრავს. ასე რომ, ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ. თქვენ გარშემო უამრავი პერსპექტიული ადამიანი მოიყრის თავს, დაიმსახურეთ მათი კეთილგანწყობა, რადგან ახლო მომავალში, შეიძლება მათ ფასდაუდებელი სამსახური გაგიწიონ. თქვენი გეგმების განხორციელება, სხვების დახმარების გარეშე შეუძლებელია.

მორიელი:
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სასიყვარულო ფრონტზე განვითარდება. გარშემომყოფებისადმი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინეთ. კარიერაში რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ.

მშვილდოსანი:
ემოცია უნდა მართოთ რათა თავიდან აიცილოთ გარკვეული უსიამოვნებანი, რომელიც წარუმატებლობაში ჩაგაგდებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მოიმედეთაც.

თხის რქა:
დღეს განსაკუთებულად მომხიბვლელი იქნებით, რაც საშუალებას მოგცემთ საპირისპირო სქესის ყურადღება მიიქციოთ. ეს დღე კარგია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისათვის.

მერწყული:
საუკეთესო დღეა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. დღეს მოზღვავებული ენერგიის წყალობით დაღლილობას ვერ იგრძნობთ. ნუ იზარმაცებთ. იმოქმედეთ აქტიურად, რადგანაც წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია.


თევზები:
ცხოვრებისეული ცვლილებების დაგეგმვის დღეა, რაც შემდგომ სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ თქვენს ცხოვრებაში. კარგია სასიყვარულო ურთიერთობები. მეგობრებთან კონტაქტი, ასევე ხელოვნებასთან ურთიერთობა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com