ამბები

ქუთაისის და რამდენიმე რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება


 ქუთაისის და რამდენიმე რაიონის  მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

 
 
 სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
 
 
20 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 1480 აბონენტს ქ. ქუთაისში ავტომშენებლის, ბუკიას და მიმდებარე ქუჩებზე

სამტრედია.20 ივლისს 14:00-დან 15:00 საათამდე - დაახლოებით 3700 აბონენტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საჯავახო, ვაზისუბანი, ქოროსუბანი, ნოღა და მიმდებარე სოფლებში; 21 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე - დაახლოებით 2200 აბონენტს სოფლებში გამოჩინებული, წიაღუბანი, ნიგორზღვა, ოფეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე - დაახლოებით 1450 აბონენტს დაფნარში, დაბლაგომში, გომში, მთისძირში და მიმდებარე სოფლებში.

 

წყალტუბო. 20 ივლისს 10:00-დან 12:00 საათამდე - 1214 აბონენტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მექვენა და ონჭეიში; 12:00-დან 14:00 საათამდე - 1041 აბონენტს სოფლებში დერჩი, ლეხინდრისთავი, დღნორისა; 10:30-დან 17:00 საათამდე - 162 აბონენტს სოფელ გუმათში; 12:00-დან 162:00 საათამდე– 311აბონენტი სოფლებში გუმბრა და გუმბრინი.

 

ტყიბული. 20 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე - 500 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კურსები, ნაბოსლევი; 11:0-დან 17:00 საათამდე - 286 აბონენტს სოფელ რცხილათში; ხოლო 20 და 21 ივლისს 13:00-დან 18:00 საათამდე - 315 აბონენტს ძიროვანში და საწირეში.

 

ცაგერი.20 ივლისს 14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 500 აბონენტს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორხვი, ტვიში, ლახეფა, ქორენიში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com