Facebook ჟურნალისტებსა და აქტივისტებს “იძულებით” საზოგადო მოღვაწეებად ჩათვლის და ამრიგად, მიზნობრივი შევიწროებისა და დაშინებისგან მათ დაცვას გააძლიერებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
Facebook განასხვავებს საჯარო და კერძო პირებს დაცვის თვალსაზრისით, რომელსაც ის ონლაინ-დისკუსიების დროს უზრუნველყოფს.
ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ “იძულებით” საზოგადო მოღვაწეების სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იქ შეყვანილი პირები ინდივიდუალურად ფასდებიან.