სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, კაცი დაიღუპა. შემთხვევა თბილისში, თემქაზე მოხდა.
ინციდენტის მიზეზად, სავარაუდოდ, აკრძალული ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი იქცა.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, კომპანიამ დანადგარი ორჯერ ჩაჭრა, მომხმარებელმა კი, ის თვითნებურად შეაერთა.