პოლიტიკა

გოგი წულაიამ ქუთაისის შემოვლითი გზის დაუსრულებელი მშენებლობა მოსახლეობასთან ერთად გააპროტესტა

გოგი წულაიამ ქუთაისის შემოვლითი გზის დაუსრულებელი მშენებლობა გააპროტესტა და პერფომანსი გამართა. მისი თქმით, წლებია შემოვლითი გზები დაკეტილია , რაც ნახშირღელესა...

დაწვრილებითDetails

“როდესაც მკბენს ,ვაგინებ და აშკარად ესმის”- ირაკლი ოქრუაშვილმა საკანში კოღოს ბიძინა დაარქვა

20 ივნისის მოვლენებზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან პოსტების გამოქვეყნებას აგრძელებს. "ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც...

დაწვრილებითDetails

“გვინდა თადარიგი დავიჭიროთ” – ხონის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წელს საამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს

ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე უძღვებოდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძრვანელმა ილია ყუფარაძემ...

დაწვრილებითDetails

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერთან და მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რუსთაველის გამზირზე, ასფალტის საფარის მეორე ფენა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში საპროტესტო ფლი მარკეტისთვის ემზადებიან

11 აგვისტოს, პროტესტის "სირცხვილია"  53-ე დღეს თბილისის პარალელურად ქუთაისში ფლი მარკეტი გაიმართება. აქცია-პერფომანსი მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 17:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

” ჩემი საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო” – სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე “რუსეთი ოკუპანტია”?

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა 2008 წლის ომის დროს  დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.  ჟურნალისტის შეკითხვა  "რუსეთი ოკუპანტია?" - სალომე ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ საერთო მტერის მიმართ კონსოლიდირება გვმართებს,,- გიგა შუშანია

აგვისტოს ომში დაღუპულებს ოპოზიციამ მიაგო პატივი. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ,,ჩვენ საერთო მტერის მიმართ კონსოლიდირება გვმართებს,,-განაცხადა გიგა...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახის წევრებს ქუთაისის მერიამ 1000-1000 ლარი ჩაურიცხა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილეებთან: იოსებ ხახალეიშვილთან, ბესიკ გოფოძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა 2008 წლის რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქცია მოაწყეს

ამერიკაში , 2008 წლის რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის გასაპროტესტებლად ემიგრაციაში მყოფი ქართველები  ქართული დროშებითა და ანტისაოკუპაციო პოსტერებით Columbus Circle...

დაწვრილებითDetails

ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი

დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ოკუპაციის ფესვები საქართველოში.  “დღეს 11 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს არის უზარმაზარი ტკივილი და მოუშუშებელი იარა თითოეული ჩვენგანისთვის და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ერთსულოვნება, თანმიმდევრული პოლიტიკა, იმ სამშვიდობო ინიციატივებისრეალიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ყველაზე მთავარ მიზნამდე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  პრემიერი ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია.  მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო სწორედ ასეთ ხალხზე დგას.  მთავრობის მეთაური დევნილებს ასევე ესაუბრა ახალი ბინების მსენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება.  გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. “ამ დასახლების ბმშენებლობა დაიწყო ორი წლის წინ. დევნილებისთვის ბინების გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წელს და მომავალ წელს 2000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა. ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. სადაც ისინი ორი წლის წინ ცხოვრობდნენ, იქ მართლაც გაუსაძლისი პირობები იყო. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას გორის ამ ნაწილში. არსებობს საბავშვო ბაღის პრობლემა, უკვე ჩავსვით ბიუჯეტში დამომავალ წელს აქ აშენდება საბავშვო ბაღი. ასევე არის   პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ჩვენ გვაქვს პირობა მიცემული ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაწვრილებითDetails
Page 780 of 783 1 779 780 781 783

კატეგორიები