საბავშვო სიმღერა Baby Shark-ი YouTube-ს რეკორდსმენი გახდა. მას ამ დროისთვის 10 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ეს ვიდეორგოლი YouTube-ზე 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა. 2020 წლის ნოემბერში ის YouTube-ს ისტორიაში ყველაზე ყურებადი ვიდეო გახდა, როდესაც ლუის ფონსის სიმღერა Despacito-ზე გადაღებულ კლიპს გაუსწრო.