დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ლეჩხუმელები ნამახვანის ჰესების კასკადის მშენელობას აპროტესტებენ და რიონის ხეობის დასაცავად, ღამეებს გარეთ ათენებს. ნამახვანის ჰესი დატბორავს სოფლებს, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, ის დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვის.
იმის მიუხედავად, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევები სრულად წარმოდგენილი არ არის, სახელმწიფომ მაინც გასცა ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების ნებართვა და მშენებელმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო.
პროექტი „მიწა-წყალი“ აერთიანებს ორ მოკლე დოკუმენტურ ფილმს მიწასა და წყალზე, რიონის ხეობასა და მის მაგიურ ეკოსისტემაზე. ფილმის მთავარი გმირი, მაკა სულაძე, ერთ-ერთია იმ სამ ქალს შორის, რომელიც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ერთად, ნამახვან ჰესის მშენებლობის ნებართვას სასმართლოში აპროტესტებს.
ფილმი გვიყვება მიწა-წყალზე – სამყაროზე, სადაც მაკა ცხოვრობს და რომელიც არ ეთმობა.
ავტორები: ნინო გოგუა, ეკა წოწორია.
ფილმები შექმილია “მწვანე ალტერნატივა”-სთან თანამშრომლობით, “პლათფორმა არტიფ”-ის ფინანსური მხარდაჭერით.