ამბები




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი სოფელ ივანდიდის ამომრჩეველს შეხვდა


 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად, სოფელ ივანდიდის ამომრჩეველს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი სოფელ ივანდიდის ამომრჩეველს შეხვდა


„ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარება და თქვენამდე ყველა იმ პროექტის მოტანა, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით ჩვენ აუცილებლად გვექნება ძლიერი სოფელი, რაც ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია" - აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: არჩევნები

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com