ამბები




მე-9 მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერების პოსტს, სავარაუდოდ, გია ვოლსკი და თამარ ჩუგოშვილი დაიკავებენ


 

 

 მე-9 მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერების პოსტს, სავარაუდოდ, გია ვოლსკი და თამარ ჩუგოშვილი დაიკავებენ. ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
 მათივე ცნობით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ხმალაძეს ეკა ბესელია შეცვლის. უკვე შერჩეულია უმრავლესობის ლიდერიც – აღნიშნულ პოსტს ზვიად კვაჭანტირაძის ნაცვლად არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. ფრაქცია „ქართულ ოცნებას" კი გია ვოლსკის ნაცვლად მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, მას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, რომელიც ამჟამად პარტიის აღმასრულებელი მდივანია.
 აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე საბოლოოდ შეჯამდება, რომელიც სავარაუდოდ კვირის ბოლოს გაიმართება.
 "ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, აქედან ნაწილი არის მართალი, ნაწილი არა. იგივე ეხება ჩემს საკითხსაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და მალევე დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ყველაფერი საზოგადოებისთვის",-განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: არჩევნები

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com