ამბები




გიორგი გურგულია – ვინც ამ მიმართვას ხელს აწერს, ყველა ფარული ნაციონალია!


 

 

სად იყვნენ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობანაციონალურ მოძრაობასჰქონდა?! გიორგი თარგამაძისა დაპადოშასპარტია მოისყიდესძალით შეიყვანეს პარლამენტში, რომ ერთპარტიულობაგაეპრავებინათ”, –ამ სიტყვებით აფასებს მსახიობიგიორგი გურგულიაასავალ-დასავალთანსამოქალაქო საზოგადოების მიმართვას, რომ „ქართულ ოცნებას” ამომრჩევლებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, რაც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. გურგულიამ ასევე აღნიშნა, რომხალხი აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმაქართულ ოცნებასმისცეს.

ნაციონალური მოძრაობა იყო საქართველოს მტერი ქართველი ახალგაზრდების ციხეში ჩამსმელი! ვინც ამ მიმართვას ხელს აწერს, ყველა ფარული ნაციონალია. რადგანაც პირველ ტურში ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ახლა ამ გზით ცდილობენ, ერთი-ორით მეტი კაცი შეიყვანონ პარლამენტში. სად იყვნენ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა?! გიორგი თარგამაძისა და პადოშას პარტია მოისყიდეს ძალით შეიყვანეს პარლამენტში, რომ ერთპარტიულობა გაეპრავებინათ. ახლა ამის საწინააღმდეგოდ იბრძვიან, რასაც თვითონ აკეთებდნენ?!

ხალხი აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა ქართულ ოცნებას მისცეს, რომ ეს გაუგებარი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოვიშოროთ! განაცხადა გურგულიამ.

 


 


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: არჩევნები

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com