ამბები

სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, პარლამენტში შემავალ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს


 

 

 

 მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში აღნიშნა, ირმა ინაშვილის პარტიული სიით გასულ დეპუტატებთან გარკვეულ საკითხებზე ითანამშრომლებს.
 ზურაბიშვილის თქმით, ყველა ის პირი, ვინც პარლამენტში მოხვდება, ქართველი ამომრჩვენის მიერ იქნება არჩეული.
„მე ვერ ვუშვებ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან", როგორც მოძრაობასთან და არა ინდივიდუალურ პირებთან. იმიტომ, რომ ეს არის დამნაშავე მოძრაობა. სანამ სასამართლო ბოლომდე არ დაადგენს, ვის რა წაართვეს… დღეს წავიკითხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კოდუებს ატერორებდა და მათზე ზეწოლა იყო. ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. ირმა ინაშვილის პარტია ჩემთვის დამნაშავე არ არის. ბევრ საკითხში, ალბათ, არ დავეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ შეშაძლებელია შრომის კოდექსზე მოვნახო იქ ზოგიერთი პარტნიორი, რომელიც ასევე დაინახვას, რომ ეს არის ცივილურ, ევროპულ საქართველოში აუცილებლობა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: არჩევნები

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com