ამბები




მირზა სუბელიანის ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ


თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ხორავას ჩუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანის პროცესი გაიმართება. 
ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. ადვოკატები კი შემამსუბუქებელ გარემოებაზე აპირებენ ყურადღების გამახვილება და მოსამართლეს წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.
მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ, თუმცა ის ბრალს აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„მოთხოვნა ჩვენი იქნება ისეთი სასჯელის მოთხოვნა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. ხორციელდება მასზე მონიტორინგი და 24-საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს მასზე“, -  განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2018 წლის 10 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com