ამბები




არასამთავრობოები ჩამორჩნენ დროს - თეა წულუკიანი


ფიქრობ რომ ჩამორჩნენ დროს, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
"არასამთავრობოებმა გაუშვეს ბრძოლები ხელიდან, მათ გაუშვეს მატარებელი, რომელიც იყო ჩვენს თვალწინ 2013 წელს და რეალურად, მათგან მე არ მახსოვს ხელშეწყობა რაიმე ტიპის ამ ბრძოლაში. პირიქით, მახსოვს მხოლოდ ხელშეშლა. როდესაც სხვადასხვა ეთერებში, მათ შორის, რუსთავი 2-ის ეთერში, სხვადასხვა ეროვნულ ტელევიზიებში, იმიტომ რომ მაშინ მე მიმყავდა რეფორმის ეს პირველი ტალღა და შემდეგ მეორე - ვასახელებდი სწორედ ალბათ იმავე გვარებს და ვამბობდი რომ ძალიან ძნელი იქნება-მეთქი ამ ადამიანებთან ერთად წარმოვიდგინოთ რომ მართლმსაჯულება წავა წინ. მაშინ მე არ მახსენდება ბევრი ადამიანის მხარდაჭერა. იყო რეკომენდაციები, რომ იუსტიციის მინისტრი ამ მოსამართლეებზე საუბრობს სიძულვილის ენით, ეს იყო ღია კრიტიკა, ეს იყო ასევე დახურული კრიტიკა. მოდიოდნენ ჩემთან სტუმრები სხვადასხვა რანგის და სხვადასხვა სტატუსის და მეუბნებოდნენ, რომ იცი რა, ეს ასე არ გამოვა, იმიტომ რომ რეფორმა არ უნდა ეხებოდეს ადამიანებს, რეფორმა უნდა ეხებოდეს ინსტიტუტებს. მაშინ ჩვენ ავირჩიეთ ინტიტუციური რეფორმის გზა“, - თქვა წულუკიანმა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com