სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების ფაქტი დადასტურდა


სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ცხენის ხორცისგან მომზადებული კერძი აჭამეს, - ინფორმაციას სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა ადასტურებს. 
მისი თქმით, შარშან 16 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებიდან ამოიღო ხორცის საეჭვო ნიმუში და ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ცხენის ხორცი. გაგუა ამბობს, რომ ხორცი დარიგდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 ბაღში და ბავშვებმა ის ჭამეს, თუმცა შემოწმების შემდეგ ამოიღეს და გაანადგურეს. პროდუქტის შემომტანი შპს „ელენიკო“ 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.
არცერთი ბავშვი არ მოწამლულმა. 
არსებული ინფორმაციით, ჯარიმის გარდა კომპანიას კონტრაქტი შეუჩერეს და სატენდერო „შავ სიაში“ შეიყვანეს. კომპანია „ელენიკო“ სამტრედიის 24 ბაგა-ბაღს ამარაგებდა.
14 თებერვალს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. დეპუტატმა კანონის გამკაცრების მიზეზად ბოლო დროს აღმოჩენილი რამდენიმე დარღვევა დაასახელა. დანელიას თქმით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივაზე უკვე მუშაობს და სკოლების და ბაღების გარდა კვების ხარისხი სავარაუდოდ მიუსაფართა თავშესაფრებშიც შემოწმდება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com