საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს, ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. დასამტკიცებელი არაფერი დარჩა - ბენ ჰოჯესი


საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა, - ამის შესახებ საუბრობს „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი.
„საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოს წევრად მიიწვიოს“, - ამბობს ჰოჯესი.
"როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს დასამტკიცებელი მეტი არაფერი აქვს ნატოსთან უსაფრთხოების და სამხედრო თვალსაზრისით დაახლოების მხრივ. ამერიკასთანაც, მოგეხსენებათ, ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი ერთგულების ძალიან ძლიერი გზავნილი იყო. ერთი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს გამჭვირვალობა და ინსტიტუტებია. ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს.
საარჩევნო პროცესი, სასამართლო და განსაკუთრებით ბიზნეს პრაქტიკა, ვფიქრობ, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ძალიან დიდ მუხტს შექმნის. ამ მხრივ, ანაკლიის პორტი დიდი შესაძლებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში სერიოზული ინვესტიციების ჩადება შეიძლება მოუნდეთ, [ინსიტიტუტებისადმი] ნდობა უნდა გაუჩნდეთ, რომ ბიზნეს გარიგებები გამჭვირვალედ წარიმართება და რომ ამისთვის სანდო ლეგალური სტრუქტურები არსებობს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან დადებითი ფაქტორი იქნება" - ამბობს ჯოჰესი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com