ჩემი შემოსავლები არასდროს დამიმალავს - კახა კალაძე



თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში უარყო კომპანია "ყაზტრანსგაზის" მიმართ მისი ბიზნესინტერესების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და მას სპეკულაციები უწოდა.
"ეს არის ჩემი პატიოსნება. არაფერი აქვს დასამალი. რაც გამიკეთებია და შემიქმნია, ყველაფერი დეკლარირებული მაქვს, ამას კანონი მავალდებულებს. თუ რამეს ვიყიდდი, არც ეს მაქვს დასამალი, რატომ დავმალავდი? მაქვს შესაძლებლობები და ღმერთმა მომცა იმის შანსი, რომ წლების განმავლობში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვყოფილიყავი. ასევე იმის ნიჭიც და ინტელექტიც გამაჩნია, როგორ მიმემართა ეს თანხები ჩემი სპორტული მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, რომ მეცხოვრა და ჩემს შვილებს პრობლემები არ ჰქონდეთ. სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, რაც შემიძლია ყველას ვეხმარები და ხელს ვუწყობ.
მეორე, რაც ამ ადამიანებთან უპირატესობას მანიჭებს ის არის, რომ როდესაც შეკითხვა ისმევა, გამოვდივარ და მას პასუხს ვცემ. რატომ უნდა დავიმალო, როდესაც თეთრზე ამბობენ შავს. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელიც მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ჩემ მიმართ. სიყვარული, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. ეს არის ურთიერთობა, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ და ვუფრთხილდები როგორც საკუთარ ოჯახს", - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, რაც ქვეყანში კარგი კეთდებოდა ის ამით ამაყობდა, თუმცა ასევე საუბრობდა ისეთ საკითხებზე, რაც მაშინდელ ხელისუფლებას არ სიამოვნებდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com