ამბები




მართლმსაჯულების გადასარჩენად - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს


იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შენობასთან აქცია - მართლმსაჯულების გადასარჩენადმიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი პროტესტს გამოხატავენ ბოლო დროს სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების გამო. მათი განცხადებით, სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.
„ხალხის პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პარლამენტში განსახილველად კი წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფის მიერ არის შედგენილი.
საზოგადოებას კარგად ახსოვს და გამოუცდია პოლიტიზებული, კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოს არსებობა, რომლის მძიმე შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის.
სასამართლოს რეფორმირების არაერთი შანსი ხელიდან უკვე გავუშვით. თუმცა, ახლა გადამწყვეტი ეტაპია. ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გეგმავენ, გაესაუბრონ მოსამართლეობის 7 კანდიდატს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com