ამბები




რუსეთის მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ენდობა პუტინს


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი მინიმუმამდეა დასული. პარასკევს, 18 იანვარს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, პუტინს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 33,4 % ენდობა. კვლევა რუსულმა საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ) ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ იგივე სოციოლოგიური კომპანიის კვლევის მიხედვით, პუტინს 2018 წლის დეკემბრის თვეში 36,7 % ენდობოდა.
გარდა ამისა, სხვა საზოგადოებრივი კვლევის შედეგების (ФОМ) მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54%) ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.
2006 წლის შემდეგ დღემდე, პუტინის რეიტინგი ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ჩამოსულა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com