ამბები




"ყველაზე დიდი შოკი ბავშვების ტანსაცმლის და სათამაშოების ნახვა იყო" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილზე პირველი მივიდა?



მთელი საქართველო აატირა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 4 ადამიანის - ლევან დავლაძის, დების ნათია და ნინო ციცვიძეების და ნათიას პატარა ვაჟის - ნიკუშას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე პირველები მაშველები მივიდნენ. ემოციურად ძალიან მძიმე მოსასმენი იყო გლდანი-ნაძალადევის ოცმეთაურის, არჩილ ჯაფარიძის მონათხრობის მოსმენა. ის ერთ-ერთი პირველი მივიდა თავის ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილზე და გამთენიის 5 საათამდე მუშაობდა. მან და მისმა კოლეგებმა ბევრი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და თავიანთი თვალით
ნახეს, ის უმძიმესი ვითარება, რაც იქ ტრიალებდა.ოთახები, ფაქტობრივად, აღარ იყო. ბინის შესასვლელთან ქალბატონი ვნახეთ, ზემოდან ეყარა ნანგრევები, ბიჭებმა სასწრაფოდ გადავწყვიტეთ ნანგრევები მოგვეშორებინა, იმედს არ ვკარგავდით, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ჰქონდა. ნანგრევებს თავი სასიკვდილოდ დაეზიანებინა...

იმ ადგილას, სადაც მანამდე საძინებელი ოთახი იყო, საწოლებთან ახლოს მეორე ახალგაზრდა ქალი ვნახეთ. სამწუხაროდ, არც მისი პულსი ისინჯებოდა. მის ცხედართან მიმოფანტული იყო ბავშვის სათამაშოები და ტანსაცმელი, ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა. იმის შეგვეშინდა ხომ არ იყვნენ ბინაში ბავშვები, ძებნა დავიწყეთ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ პატარები ჩვენს მისვლამდე გამოეყვანათ.
იყო საშინელი პანიკა, ყვირილი, ყველა მხრიდან ხალხი შველას ითხოვდა, ძნელია გადმოსცე ის რეალობა სიტყვებით, რაც იქ ხდებოდა, ბიჭებს ვუთხარი დაგვეწყო შენობის ევაკუაცია და დავიწყეთ ბინებიდან ხალხის გამოყვანა. არ ვიცოდით თვითონ შენობა რა მდგომარეობაში იყო და იყო თუ არა შენობის ჩამონგრევის საშიშროება.

- ხალხი ბინებში იყო ჩაკეტილი?
- მესამე სართულიდან მექვსე სართულამდე არც ერთ სახლს კარი არ ჰქონდა, მაგრამ მეექვსე სართულის ზემოთ, ძირითადად კარები იყო გაჭედილი და არ იღებოდა, ხალხი შიგნით იყო დარჩენილი, ბინებიდან ვერ გამოდიოდნენ. მეექვსე სართულიდან ზევით დავიწყეთ სვლა, მეშვიდე თუ მერვე სართულზე ვიპოვეთ პატარა გოგონა, იქნებოდა 4 წლის, მარტო იყო და ისტერიულად ტიროდა, ერთ-ერთ მაშველს ვუთხარი, რომ ბავშვისთვის მიეხედა. ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და ისე ჩაიყვანა ქვევით სამაშველო მანქანასთან. ახლა მისი მშობლების ძებნა დავიწყეთ. ბავშვს არ ჰქონდა არანაირი დაზიანება, უბრალოდ შეშინებული იყო. მალევე ვიპოვეთ ბავშვის დედაც...скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com