„ევროპული საქართველო“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოდის



„ევროპული საქართველო“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოდის. პარტიის ინიციატივები, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ კობახიძემ წარადგინა.
კობახიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში კრიტერიუმების დამატება.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა უნდა იყოს პირდაპირ გათვალისწინებული, როგორც დამაბრკოლებელი კრიტერიუმი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის. მეორე - ავტორიტეტული საერთაშორი ინსტიტუტების სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და რეკომენდაციები, ასევე, უნდა იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი. ამავე დროს, იურიდიულ კომიტეტთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველის წარმომადგენლობა, ადვოკატთა ასოციაცია. ამავე დროს, ოპოზიციისთვის უნდა იყოს გარანტირებული დრო იმისთვის, რომ კანდიდატს გაესაუბროს კითხვა-პასუხის რეჟიმში. პლენარულ სხდომაზე უნდა წარიმართოს პირველი მოსმენის წესით. ანუ იქაც დაისვას კითხვები ყველა კანდიდატთან. ამავე დროს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხსნას დისკრეცია და ნაფიც მსაჯთა სასამართლო 2021 წლიდან შეუზღუდავად უნდა ამოქმედდეს. უნდა გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები სასამართლოს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს ყველა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ყველა მოქალაქისთვის ონლაინ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასამართლოს აქტები. ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომელიც შეზღუდავს სასამართლოს მმართველი ჯგუფის გავლენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. ამასთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრებს გავმართავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან”, - თქვა პრესკონფერენციაზე კობახიძემ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com