ამბები

არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება ეკას და ვანოს ჯგუფებს შორის - ქუცნაშვილი


არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკა ბესელიას და პირობითად ვანო ზარდიაშვილის ჯგუფებს შორის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ის არც ერთ დაპირისპირებულ ჯგუფს არ მიეკუთვნება.
„ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში იყო ჩართული, ყველა ხედავდა, რომ თითონ კომიტეტის შიგნით ორი ჯგუფი იყო შექმნილი. ის ხალი, ვინც არცერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებით და კანონშემოქმედებითი საქმიანობა გვქონდა, ვიყავით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. გახსოვთ დემონსტრაციულად კომიტეტის სხდომების დატოვება და კვორუმის პრობლემებიც. ეს არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკას და პირობითად ვანოს ჯგუფებს შორის. ეს დაპირისპირება იყო“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com