ამბები




პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ 2019 წელი იქნებ კიდევ უფრო წარმატებული


არწმუნებული ვარ, რომ 2019 წელი იქნებ კიდევ უფრო წარმატებული, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლის სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერმა თქვა, რომ ამაყობს იმ 800-ზე მეტი მედლით, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. 
"დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები როგორც არასდროს. 2018 წელს შეიძლება თამამად ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი. თქვენ 800 ზე მეტი მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს. შესაბამისად 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ სახეობებში. მინდა გახსოვდეს რომ თითოეული თქვენთაგანი არის მაგალითი თითოეული ახალგაზრდისთვის.
დარწმუნებული ვარ რომ 2019 წელი იქნებ კიდევ უფრო წარმატებული. და ჩვენ ყველა ერთად აქტიურად უნდა მოვემზადოთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 2020 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს რომ საქართველო მართლაც არის ჩემპიონების სამშობლო.
იუნესკომ ქართული ჭიდაობა აღიარა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად. ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ჩვენ ქართველებს, შეიძლება არამრავალრიცხოვანს მაგრამ ძალიან ნიჭიერ ერს, გვაქვს განსაკუთრებით დიდი წვლილი შეტანილი  მსოფლიო ცივილიზაციაში", აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com