ამბები

პურის გაძვირება რუსეთში ხორბალზე ფასის ზრდას, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტსა და ლარის კურსს უკავშირდება - ლევან სილაგავა



ბაზარზე ხორბლის ფასი კონკურენტულია, - ამბობს   საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ გაძვირება ხელოვნური თემაა - გამორიცხულია. სილაგავა ამბობს, რომ საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასის ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება.
„საქართველოში ხორბლის გაძვირება, პირველ რიგში, უკავშირდება რუსეთში ხორბალზე ფასის მატებას.  ამ დროისათვის,  სამხრეთ რეგიონების საექსპორტო პოტენციალი, ფაქტობრივად ამოწურულია, შესაბამისად ქვეყნის შუა ნაწილიდან ხდება ხორბლის შემოტანა რკინიგზის საშუალებით, რაც პორტებამდე ტრანსპორტირებას აძვირებს. მეორე ფაქტორია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რამაც გემის ფრახტის ტარიფები გაზარდა. დაძაბულობამ ქერჩის ყურეში ფრახტის სერიოზული გაძვირება გამოიწვია. ზოგადად, პური გაძვირდა რუსეთშიც. შიდა ბაზარზე პურის ფასი 10-15%-ით გაიზარდა, რეგიონების მიხედვით. პრობლემაა, ასევე, თავისთავად ლარის კურსი, რომელიც დღეს 2.65-2.67 ნიშნულზეადოლართან მიმართებაში. ყოველივე  ამან განაპირობა, რომ ხორბლის ფასი გაძვირებულია. შესაბამისად, გაძვირდა ფქვილიც“, - განმარტავს საუბარში  სილაგავა და აღნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენციაა და, შესაბამისად, ფასი კონკურენტულია.
„დღეს ყველა ხაზი მუშაობს, რომ ხორბლის შემოტანა მოხდეს და საუბარი იმაზე, რომ გაძვირება ხელოვნური თემაა - გამორიცხულია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 1 თვეში 17 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. ამიტომ ბაზარზე კონკურენცია არის და შესაბამისად ფასის კონკურენტულია“, - აცხადებს სილაგავა.
იმავდროულად, უახლოესი 1.5 თვის განმავლობაში ლევან სილაგავა ხორბლის ფასის ზრდა გამორიცხავს, რადგანაც მისი ინფორმაციით, შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პორტები მუშაობას წყვეტენ.
„რუსეთის პორტებში 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე იწყება საახალწლო შესვენება. შესაბამისად აღარ ველოდებით, რომ ფასი კიდევ შეიცვლება. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ანალიტიკა ალბათ გაკეთდება თებერვლის ბოლოს, როდესაც გამოქვეყნდება მონაცემები თუ როგორ გადაიტანს ახალი მოსავლისათვის გათვლილი ხორბალი ზამთარს. ამის შემდეგ შედგება ბალანსი, თუ რა მოსავალი შეიძლება იყოს და რამდენია გარდამავალი მარაგი“,- განმარტავს სილაგავა და აღნიშნავს, რომ პურის მწარმოებლებს ფქვილთან ერთად გაუძვირდათ სხვა საჭირო მასალებიც, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში პურის გაძვირება გამოიწვია. 
შეგახსნებთ, რომ საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა, რასაც მწარმოებლები ფქვილის ფასის ზრდას უკავშირებენ. მწარმოებლები ამბობენ, რომ ფქვილი გაძვირდა, რაც პირდაპირ კავშირშია ხორბლის ფასის ზრდასთან, რომლის ფასიც დღეს, ბოლო წლების მაქსიმუმზეა და ტონაზე 250 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ფქვილის ფასს, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი დღეისათვის 46-47 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისთან შედარებით 8 ლარითაა გაზრდილი.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com