დავიწყებთ საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას - დიმიტრი ლორთქიფანიძე



იუსტიციის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანზატორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ  საჯარო მოხელეებს კონსტიტუციით მონიჭებული გაფიცვის უფლების რეალიზაციისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიწყებენ მზადებას აჯანყებისთვის.
"მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. მე ვპირდები ხელისუფლებას თუ პოლიტიკურ ბერკეტებს არ გამოიყენებენ, ეს აქცია აუცილებლად გადაიზრდება საყოველთაო, სახალხო, სრულიად ეროვნულ აქტში, აჯანყების აქტში. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს უფლება მინიჭებული აჯანყდეს. ისევე როგორც ნებისმიერ საჯარო პირს უფლება აქვს გაიფიცოს. მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, გამორთონ სერვერები და უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და გაიფიცონ. ჩვენ, სრულიად ქართული საზოგადოება ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს. იმ შემთხვევაში თუ სრულიად ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მოთხოვნები არ შესრულდება, დავიწყებთ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას. ეს იქნება ლეგიტიმური კონსტიტუციური აქტი. არ დავემორჩილებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ მუწოდა საჯარო მოხელეებს კონსტიტუციით მონიჭებული „გაფიცვის უფლების“ რეალიზაციისაკენ.
აქციაზე იმყოფება პარლამენტის წევრი, პატრიოტთა ალიანსიდან ადა მარშანია, რომელმაც თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები რეფერენდუმის გზით უნდა მიიღებოდეს.
„ასეთი დონის გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ხალხს, უნდა წდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სახალხო რეფერენდუმით“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ.
„ქართული მარში“  რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად იუსტიციის სახლთან აქცია-პიკეტს აწყობს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. აქციის მონაწილეები იუსტიიციის სახლში შესვლას ცდილობენ, თუმცა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარი ჩაკეტეს.  აქციის მონაწილეების ინფორმაციით, იუსტიციის სახლმა დამატებითი შესასვლელიდან დაიწყო მოქალაქეების მიღება.
საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული  მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.
ახალი კონსტიტუცია ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის. ახალი კონსტიტუცია მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს. სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებაზე ბოლო მორატორიუმი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 ივნისს მიიღო.
 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com