გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს



გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიცია სასამართლოს სარჩელით მიმართავს.
"ჩვენ სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, გამოვიკვლიეთ ყველა ფაქტობრივი გარემოება და ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც არის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემა, მიუხედავად მათი ღირებულებისა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალის მიწოდება ან გავრცელება. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ერთის მხრივ 600 ათას ადამიანზე თაღლითური დაპირება, რომ რაღაც სესხები გაუუქმდებათ, არანაირ 600 ათას ადამიანს არ უუქმდება, მაგრამ ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, მეორე, ყველას კარგად გვახსოვს ხახვები, კარტოფილები, უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება, ამ ყველაფრის ვიდეო მასალა გვაქვს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, მათ სარჩელს თან ერთვის, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა.
გიორგი ვაშაძე პრემიერისა და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძვრასაც ითხოვს. 

"ჩვენ ამის გარდა მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ სისიხლის სამართლის კოდექსის 164-პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა და რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში. გვესმის, რომ საქართველოში სიტყვა გამოძიებას შინაარსი
აქვს დაკარგული, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ", – დასძინა გიორგი ვაშაძემ.
[
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com