ამბები

მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი - სახალხო დამცველი



2018 წელს კვლავ მძიმეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“.  

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 77 და გარდაიცვალა 35 ადამიანი. 

"2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით დადგენილ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს და ქმნის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმს. თუმცა, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, ზედამხედველ ორგანოს არ აქვს დამსაქმებელთან უპირობოდ დაშვების მანდატი. საერთაშორისო სტანდარტებით შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანქცირების მექანიზმით აღჭურვილ შრომის ინსპექტორებს ქონდეთ უფლება თავისუფლად და წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდნენ ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და მოიკვლიონ. დადებითად უნდა შეფასდეს, საქართველოს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებს ითვალისწინებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნა 31 ოქტომბერს, თუმცა მეორე მოსმენით მისი განხილვა არ დაწყებულა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული კანონის დროულად მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას", - ნათქვამია ანგარიშში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com