ამბები

ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა - გიორგი ვაშაძე



ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის მაგალითია არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები.
"ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე ნანუაშვილი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. იგი მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და თავად ერთვებოდა პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი. გავეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, თუმცა ზოგადად, ამ ქალბატონს ახასიათებს ისეთი განცხადებები, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები არჩევნებში. უკაცრავად რა, მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო ამ არჩევნებზე. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებზე საუბრობდეს? - რა ორი მხარე, რის ორივე მხარე?! ჩვენ ვახდენდით ზეგავლენას და ჩვენ ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს შემოეხაზათ თავისი კანდიდატი?! ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს ამ ქალს", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com