ამბები

დემოკრატიის პირველი წესია, როცა წაგებას ეგუები - სალომე ზურაბიშვილი გიორგი ლომიას პასუხობს


დემოკრატიის პირველი წესია, როცა წაგებას ეგუები, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, ურთიერთობები პოლიტიკურ ძალებთან ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
„დემოკრატიის პირველი წესი არის, რომ როცა წააგებ არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებული იყოს, არჩეული, გინდაც პრეზიდენტი, თუნდაც დეპუტატი, ეს არის დემოკრატია, როცა წაგებას ეგუები და ვიწყებთ ახალი ფურცლიდან. მე მზად ვარ, რომ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან და ყველას მოვუწოდებ, რომ დავიწყოთ ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ლომიამ დღეს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში. მისივე თქმით, ზურაბიშვილს საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია, ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com