სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გიორგი მარგველაშვილი დაესწრება
ნანახია: 138
|
5-12-2018, 12:42
|
არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება,- ამის შესახებ თავად ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.
მოქალაქე ჟურნალისტი