ამბები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს - ვოლსკი



2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს, რასაც ევროპული ქვეყნებიც ვერ გადაურჩნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას თანამშრომლობის სხვა გაგება აქვს, რადგან სურს, თავისი წინადადებები პრივილეგირებული და გაზიარებული იყოს, მაშინ როცა ოპოზიცია არა მხოლოდ აგრესიულად არის განწყობილი, არამედ მათი საქმიანობა ხასიათდება, როგორც დესტრუქცია და დესტაბილიზაცია.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მკაფიო და აგრესიული გამყოფი ხაზები იყოს. 
„პარლამენტში ოპოზიციას თავისი წარმომადგენლობა ჰყავს და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები მათ პოზიციებს იზიარებენ. კონსულტაციებზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ კონსულტაციებს გააჩნია, საკუთარი პოზიციების თავზე მოხვევა უნდათ. ანტაგონიზმის გათვალისწინებით, პროპორციული სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს მოიტანს, რასაც განვითარებული, ევროპული დემოკრატიული ქვეყნები ვერ გადაურჩნენ, საქართველოს კი, ეს ფუფუნება არ გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com