ამბები

თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლით, საქართველო მიიღებს რევოლუციას - გუბაზ სანიკიძე


სომხეთის ამბავი გვიხლოვდება, ფაშინიანის ამბავი გვიხლოვდება, ფაშინიანს თავად ეპოქა ქმნის, ვითარება ქმნის გმირს, პიროვნებას, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ქვეყანაში რევლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას არ ემხრობა.
სანიკიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად არ იყოს აღიარებული, და „დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება, მთელი ამბები, გადაგვისვრიან უკან.სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, საქართველო მიიღებს რევოლუციას.
„ხელისუფლებას, მივმართავ, ჩემო ძვირფასებო, ბევრი ჩემი მეგობარი ხართ, ქვეყანა აქეთ არ წაიყვანოთ, თორემ პარიზს შეხედეთ, ყვითელჟილეტიანები ხელისუფლებას რას უშვებიან და ხელისუფლება როგორ იქცევა, დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ უნდა დავუთმოთ ამ ხალხსო. არ ხართ იმპერატორები, არ ხართ მაგრები, ძალიან სუსტად ხართ. მე რევოლუციის არ მეშინია, დასჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია, მოხდება რევოლუცია. თუ არაფერს შეცვლით, თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლით, თუ არჩევნები არ ჩატარდება აქ ნორმალურად, საქართველო მიიღებს რევოლუციას და მე კი არ ვარ ამის გარანტორი, ხალხია ამის გარანტორი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com